saqarTvelos mdinareebi - kintriSi
სათავე | მესხეთის ქედი |
სიგრძე | 45 კმ |
აუზის ფართობი | 291 კმ² |
მდინარე დასავლეთ საქართველოში. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, მთა ხინოს მახლობლად, ზღვის დონიდან 2599 მ. სიგრძე 45 კმ, აუზის ფართობი 291 კმ2. ქობულეთთან ერთვის შავ ზღვას. საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალუხვია შემოდგომაზეც, წყალმცირობა - ზამთარსა და ზაფხულში. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის 35%, ზაფხულზე - 18%, შემოდგომაზე - 31%, ზამთარზე - 16%. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 17,3 მ3/წმ. კინტრიშს ყოველწლიურად ზღვაში შეაქვს 540 მლნ. მ3 წყალი.
მდინარე კინტრიშის სათავეებთან შექმნილია კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი, მდინარეზე რამდენიმე ისტორიული თაღოვანი ხიდია შემორჩენილი.